საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    „მედიცინის“ ქართულ- და ინგლისურენოვანი პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაცია

    თსუ მედიცინის ფაკულტეტის ქართულ- და ინგლისურენოვან პროგრამებს - „მედიცინა“ და „Medicine” -  მიენიჭა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაცია სრული შესაბამისობით ყველა სტანდარტთან მიმართებაში,  7 წლის ვადით.  აღსანიშნავია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მოპოვებული აქვს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) აღიარება. 

     

    სტუდენტებს, კოლეგებს, ადმინისტრაციის თანამშრომლებს, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას ვულოცავ ამ დიდ წარმატებას, რომელიც ჩვენი ერთობლივი ხანგრძლივი მუშაობის შედეგია.

     

    აღნიშნული პროგრამები წარმოადგენს მიმდინარე პროგრამების მნიშვნელოვნად განახლებულ, რთულ და საინტერესო ვერსიას, რომელთა განხორციელებაც წელსვე, შემოდგომის სემესტრიდან დაიწყება.

     

    წარმატებას გისურვებთ ახლადაკრედიტებული პროგრამებით სწავლასა და სწავლებაში.

     

    პატივისცემით,

    პროფესორი დიმიტრი კორძაია

    მედიცინის ფაკულტეტის დეკანი

    თარიღი: 19/06/2021